10:07 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ლეაუ სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„მილანის“ გარემარბმა, რაფაელ ლეუმ, სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მე-9 ტურის მატჩის წინ (0:1) დააჯილდოეს.

24 წლის პორტუგალიელმა გასულ თვეში ჩემპიონატის ხუთ მატჩში სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა („რომასთან“ (2:1), „ინტერთან“ (1:5), „ვერონასთან“ (1:0), „კალიარისთან" (3:1). და „ლაციოსთან" (2:0).

მიმდინარე სეზონში ლეაუმ ჯამში 11 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლეაუ „მილანს“ „ლილიდან“ 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ 49,5 მილიონი ევრო შეადგინა.

ცხრა ტურის შემდეგ „მილანი“ 21 ქულით სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „ინტერი“ ლიდერობს (22 ქულა).

0.109143