ფეხბურთი

14:25 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკ გუიუს რეკორდი "ბარსელონაში"

„ბარსელონას“ „ბილბაოსთან“ მარკ გუიუმ მოაგებინა და კლუბის რეკორდსმენიც გახდა.

ის 21-ე საუკუნეში „ბარსას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. გუიუ, რომელმაც მოედანზე შესვლიდან 33 წამში გამოიჩინა თავი, მხოლოდ 17 წლის და 291 დღისაა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში მესამე ადგილზეა, „რეალსა“ და „ჟირონას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

0.104116