„აიაქსი“ არ არის ერთადერთი სახელოვანი კლუბი, რომელსაც მიმდინარე სეზონი კოშმარული აქვს. თამამად შეიძლება თქვა, რომ „ლიონი“ უარეს დღეშია.
„ლომები“ ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო ადგილზე არიან! „ლიონმა“ შინ „კლერმონთან“ წააგო (1:2), იმ „კლერმონთან“, რომელსაც აქამდე გამარჯვება არ მოეპოვებინა და მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა. შედეგად, „კლერმონმა“ ახლა „ლიონს“ გადაასწრო.
17 გუნდიდან 14, რომელთაც საფრანგეთის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 3 ქულა ჰქონდათ, სეზონის ბოლოს გავარდნენ...
„ლიონს“ ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - ლორან ბლანი დაითხოვეს, მაგრამ სიტუაცია ფაბიო გროსომაც ვერ გამოასწორა. 29 ოქტომბერს ოლიმპიკი „მარსელს“ ესტუმრება...