იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსმა“ სტუმრად „მილანი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა. დასაწყისში „მილანი“ უკეთესი იყო და ვოიცეხ შჩესნიმ ოლივიე ჟირუს რთული დარტყმა მოიგერია, მაგრამ შემდეგ „იუვეც“ შექმნა ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ფილიპ კოსტიჩმა და ადრიენ რაბიომ არაზუსტად დაარტყეს.
გარდამტეხი მე-40 წუთი იყო, როცა მოიზე კინმა მალიკ ჩაოს აჯობა და გერმანელმა ის წააქცია - ბოლო იმედის ჯარიმა იყო და „მილანი“ მოედანზე კაცნკალული დარჩა. რიცხობრივი უპირატესობა ტურინელებმა გამოიყენეს. 63-ე წუთზე მანუელ ლოკატელიმ გაიტანა და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის მიწურულს ანტონიო მირანტემ დუშან ვლაჰოვიჩს ორჯერ და ერთხელ ანდრეა კამბიაზოს აჯობს. სხვათა შორის, ლოკატელიმ 2016 წლის 22 ოქტომბერს, „მილანს“ მოაგებინა „იუვესთან“ (1:0), ხოლო ზუსტად 7 წლის შემდეგ, 2023 წლის 22 ოქტომბერს, გამარჯვების გოლი „როსონერის“ კარში ტურინელთა მაისურით გაიტანა. პრაქტიკულად დაემთხვა წუთებიც: მაშინ 65-ე წუთზე და ახლა 63-ე წუთზე...
„იუვენტუსმა“ 20 ქულა დააგროვა და ისევ მესამე ადგილზეა, მაგრამ „მილანს“ უკვე მხოლოდ ქულით, ხოლო „ინტერს“ ორი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „იუვე“ „ვერონას“ უმასპინძლებს, „მილანი“ „ნაპოლის“ ესტუმრება.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლოკატელი (63)