„მანჩესტერ იუნაიტედს“ ანტონიო კონტე დაუკავშირეს. The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბში იტალიელის ვარინატს განიხილავენ.
თუმცა, კონტე სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ ზაფხულიდან აპირებს, რადგან არ სურს, რომელიმე კლუბი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბაროს. თავის მხრივ, ინგლისელები მზად არიან მოიცადონ და თუ ერიკ ტენ ჰაგი მიმდინარე სეზონში არადამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებს, შეიძლება სწორედ კონტეზე გააკეთონ აქცენტი.
ანტონიო კონტე ბოლოს სწორედ ინგლისში მუშაობდა „ტოტენჰემის“ მწვრთნელად, მანამდე „ჩელსისაც“ ედგა სათავეში.
ცოტა ხნის წინ 54 წლის სპეციალისტი „ნაპოლისაც“ დაუკავშირეს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, მან აურელიო დე ლაურენტისს უარი უთხრა.