ესპანური პრიმერას მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ატლეტიკომ“ „სელტას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
სტუმართა ისედაც მძიმე მდგომარეობა 25-ეწუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მსაჯმა მინდვრიდან მათი მეკარე, ივან ვილარი გააძევა.
შემდეგ კი ანტუან გრიზმანის ჯერი დადგა. ფრანგმა სამჯერ გაუტანა ვიგოელებს (ერთი პენალტით).
შედეგად დიეგო სიმეონეს შეგირდებმა 9 მატჩის შემდეგ 22 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დადგნენ. 6-ქულიანი „სელტა“ კი მე-18 ადგილზეა და გასავრდნ ზონაში იმყოფება.
ლიდერი 25-ქულიანი მადრიდის „რეალია.“