დღეს, 21 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „თელავმა“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო, 34 ქულა მოაგროვა და ხუთი პუნქტით გაუსწრო საფლეიაუტო უშუალო მდევარ „სამტრედიას,“ რომელიც დღის გვიან მატჩში „ტორპედოსთან“ დამარცხდა (0:1). ტორპედოელთაგან დუბლი მიითვალა გიორგი არაბიძემ (ერთი გოლი პენალტით), თანაც მასპინძელ ქუთათურებს პირველი ტაიმის ბოლოს მცველი გიორგი მჭედლიშვილი გაუძევეს.
ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრასთან“ მოულოდნელად წააგო თბილისის „დინამომ.“ თბილისელებმა საბედისწერო გოლი 32-ე წუთზე გაუშვეს. თავი გაგრელთა 21 წლის მცველმა, საბა მამაცაშვილმა გამოჩინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ბათუმი“ „დილას“ დაუზავდა (0:0). „შუქურამ,“ რომელშიც 78 წლის ლეგენდარული სპეციალისტის, რევაზ ძოძუაშვილის სამწვრთნელო დებიუტი შედგა, „საბურთალოსთან“ 1:2 წააგო.
ახლა ლიდერი „ბათუმი“ „დინამოს“ 9 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე „საბურთალოა.“