ფეხბურთი

21:33 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში გრაცის „შტურმმა“ შინ „ჰარტბერგი“ 2:1 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-13 წუთზე იატამ კიტეს პასით გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა. მერე, გრაცელებმა მეორეც შეაგდეს და მოიგეს. ოთარმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

კიტეს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ მან თავი თასზეც გამოიჩინა. გარდა ამისა, ქართველი ნახევარმცველის აქტივში 5 საგოლე პასიცაა.

„შტურმი“ 27 ქულით პირველ ადგილზეა „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, „აუსტრიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124216