„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი თანაგუნდელის ყოლა მათ ძალიან ეხმარებათ.
„კვარაცხელია? ასეთი თანაგუნდელის ყოლა ძალიან გვეხმარება. დღეს ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძოდით, რაც თამაშმა მოითხოვა. ჩემი პოზიცია? ცენტრიდან თამაში მიყვარს, მაგრამ ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, მოედნის სხვა ნაწილშიც შემიძლია თამაში“, - თქვა რასპადორიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში). „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.