საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენმა’ „სტრასბურს“ უმსპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა პენალტით კილიან მბაპემ, 31-ზე კარლოს სოლერმა მეორე ბურთი გაიტანა. 77-ეწუთზე კი ფაბიან რუისმა საბოლოო წერტილი დასვა.
პსჟ 18 ქულით გალიდერდა. სამეულს რაც შეეხება, მოგვიანებით „ნიცა“ „მარსელს“ უმასპინძლებს, კვირას კი „მონაკო“ - „მეცს.“
„მონაკოს“ ახლა 17 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, 16-ქულიანი „ნიცა“ კი - მესამეზე.