ფეხბურთი

20:06 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მინიმუმ დღის ბოლომდე გალიდერდა

მერსისაიდული დერბი ამჯერად ვერ გამოდგა საძაბული. სიტუაციას ერთი მხარე აკონტროლებდა - „ლივერპული.“ „ევერტონმა“ თავიდანვე დაცვითი პოზიცია დაიკავა და, როგორც ჩანს, კონტრშეტევებზე ფიქრობდა ფონს გასვლას. თითქოს გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ სწრაფად მოძრავმა ლუის დიასმა მეტოქის სუსტი მხარე აღმოაჩინა -ასაკიანი ეშლი იანგი. პირველი ტაიმის განმავლობაში ვეტერანმა მოახერხა ორი ყვითელი ბარათის მიღება დიასის დევნაში და „ევერტონი“ უმცირესობაში დატოვა. ამის შემდეგ ინტრიგა მოიხსნა. მეორე ტაიმში მო სალამმა დუბლი მიითვალა (ერთი გოლი პენალტით) და „წითლები“ ცოტა ხნით გალიდრდნენ.

„სიტიმ“ კერკეტ“ ბრაიტონს“ აჯობა. მე-19 წუთისთვის „ქალაქელები“ უკვე 2:0 იგებდნენ. გოლები ხულიან ალვარესმა და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს, თუმცა შემდეგ გაუჭირდათ, ერთი საპასუხოც გაუშვეს, მაგრამ უპირატესობა შეინარჩუნეს და ისევ გალიდერდნენ, ერთი ქულით გაუსწრეს „ლივერპულს.“

საუკეთესო ოთხეულიდან „არსენალი“ შაბათის გვიან მატჩში „ჩელსის“ ეწვევა, „ტოტენჰემი“ კი ირშაბათს უმასპინძლებს „ფულემს.“

მე-9 ტური. 21 ოქტომბერი: ლივერპული - ევერტონი 2:0, ნიუკასლი - კრისტალ პალასი 4:0, მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი 2:1, ნოტინგემ ფორესტი - ლუტონი 2:2, ბრენტფორდი - ბარნლი 3:0, ბორნმუთი - ვულვერჰემპტონი 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113775