ფეხბურთი

19:41 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში ლიდერი ისევ „ლევერკუზენია“

გერმანულ ბუნდესლიგაში ლიდერად კვლავ „ლევერკუზენი“ დარჩა. „ფარმაცევტებმა“ სტუმრად „ვოლფსბურგს“ 1:2 მოუგეს, 22 ქულა მოაგროვეს და ერთი პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ „შტუტგარტს.“ ლევერკუზენლთაგან გოლები ჯერემი ფრინპონგმა და ალეხანდრო გრიმალდომ გაიტანეს.

მესამეზე 20-ქულიანი „დორტმუნდია,“ მეოთხეზე კი მიუნხენის „ბაიერნი,“ რომელიც დღის გვიან მატჩში „მაინცს“ ესტუმრება

მე-8 ტური. 21 ოქტომბერი: უნიონი - შტუტგარტი 0:3, დარმშტადტი - ლაიფციგი 1:3, ფრაიბურგი - ბოხუმი 2:1, ჰოფენჰაიმი - აინტრახტი 1:3, ვოლფსბურგი - ლევერკუზენი 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120765