კალათბურთი

12:10 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა და "სან ანტონიოს" გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან"

NBA-ს სეზონის მოსამზადებელი ეტაპი „სან ანტონიო სპურსმა“ „გოლდენ სტეიტთან“ საგარეო გამარჯვებით დაასრულა - 122:117. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად მოიგო და სწორედ ეს გამოდგა საბოლოოდ გადამწყვეტი.

სანდრო მამუკელაშვილმა 07:23 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ცხადია, არასრულ 8 წუთში 8 ქულა ურიგო შედეგი არ არის.

„სან ანტონიო“ NBA-ს ახალი სეზონის პირველ ტურში 26 ოქტომბერს, „დალას მავერიქსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117538