ფეხბურთი

11:10 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ოქროს ბურთს ჰოლანდიც იმსახურებს, მაგრამ მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, წელს გამარჯვებას ერლინგ ჰოლანდი იმსახურებს, მაგრამ ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, შესაბამისად, გამარჯვებას ლეო უფრო მეტად იმსახურებს...

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ორი ოქროს ბურთი უნდა არსებობდეს, ერთი ლეოსთვის და ერთი - სხვებისთვის. რა თქმა უნდა, ჰოლანდი იმსახურებს ოქროს ბურთს, რადგან ჩვენ ტრებლი მოვიგეთ და ერლინგმა 50 მილიონი გოლი გაიტანა, მაგრამ ლეო მესის ყველაზე ცუდი სეზონიც თითქმის უკეთესია, ვიდრე სხვების, თან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სხვა რა შემიძლია ვთქვა?“ - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 30 ოქტომბერს დასახელდება, მაგრამ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი მერვედ მოიგებს უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს.

მოგეხსენებათ, 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც არის, რაც უკვე გამოსარჩევი ფაქტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113984