ფეხბურთი

14:32 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მაზრაუის არ დასჯის

მიუნხენის „ბაიერნმა“ ნუსაირ მაზრაუის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კლუბი მაროკოელს არ დასჯის.

მაზრაუიმ პალესტინას ისრაელის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც გერმანული კლუბისგან აღშფოთება მოჰყვა. „ბაიერნის“ ვებგვერდზე წერია, რომ კლუბი მხარს უჭერს ისრაელს და გმობს ბავშვების და ოჯახების ხოცვას.

თუმცა, მაზრაუისთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელი შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ მაროკოელს ამჟამად ტრავმა აქვს და უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.115427