ფეხბურთი

0:05 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

14-დღიანი გაუჩინარების შემდეგ "მილანის" ფეხბურთელი გამოჩნდა...

„მილანის“ საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, ემილ რობაკი, რომელიც შვედურ „ნორჩეპინგშია“ განათხოვრებული, გამოჩნდა.

20 წლის თავდამსხმელი 14 დღის განმავლობაში შვედური გუნდის ვარჯიშებზე არ მიდიოდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სპორტულმა დირექტორმა ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რობაკი გუნდში გამოჩნდა.

ამრიგად, განგაში, რომ შვედი ფეხბურთელი დაიკარგა, აღარ არსებობს - ის თავს კარგად გრძნობს.

რობაკი კონტრაქტით „მილანს“ ეკუთვნის, რომელმაც ის ჯერ „ნორდშელანდში“, შემდეგ კი „ნორჩეპინგში“ გაანათხოვრა.

0.116226