ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე უ-ეფ-სიში მორიგ ბრძოლას გამართავს. 35 წლის სპორტსმენის მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.
ჩვენებურის მომავალი მეტოქე 38 წლისაა და ჩატარებული 22 ბრძოლიდან 18 მოგებული აქვს.
ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება 16 დეკემბერს ნევადაში უ-ეფ-სი 296-ზე შედგება, სადაც ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში საიუბილეო მე-10 ბრძოლას ჩაატარებს, რომელთაგანაც 9 გამარჯვებით დაასრულა.
გიგა ბოლოს ალექს კასერესს შეხვდა და წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს გამარჯვებით დაუბრუნდა. საერთო ჯამში ნინძას MMA-ში 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 15 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.