ფეხბურთი

13:38 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: „ვიცით, რომ ევროს შემდეგ ჩვენი თამაშის მიხედვით შეგვაფასებენ“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ მის ნაკრებში მუშაობას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე „სამი ლომის" გამოსვლის შემდეგ შეაფასებენ.

„ვიცით, რომ ბოლოს ჩვენი თამაშით შეგვაფასებენ. ეს აშკარა იყო იმ მომენტიდან, როდესაც მარტში პირველი მატჩები მოვიგეთ. გვქონდა განსაკუთრებული საღამოები, უმაღლესი დონის სპექტაკლები და მართალი გითხრათ, საკმაოდ ბევრი გოლი გავიტანეთ. მაგრამ ვიცით, რომ სანაკრებო ფეხბურთში მხოლოდ ერთი პრიზია. საკლუბო ფეხბურთისგან განსხვავებით.

მზად ვართ წავიდეთ გერმანიაში და წარმატებას მივაღწიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვაფასებენ დადებითად ან უარყოფითად.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. ბრიტანელებმა 3:1 გაიმარჯვეს და ოფიციალურად გაიფორმეს ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.143409