ფეხბურთი

1:38 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს ეძებენ, ის ორი კვირაა არ გამოჩენილა

შვედური „ნორჩეპინგის“ ფეხბურთელი ემილ რობაკი, რომელიც „მილანის“ საკუთრებაშია, დაიკარგა.

შვედების სპორტულმა დირექტორმა ტონი მარტისონმა განაცხადა, რომ ორი კვირაა ფეხბურთელი ვარჯიშებზე არ გამოჩენილა. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და მასზე არავინ არაფერი იცის.

„მინდა, ვიცოდე კარგად არის თუ არა. შემაშფოთებელია, რომ არ შეგვიძლია მასთან დაკავშირება, მაგრამ არ ვიცი, სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ბევრჯერ ვცადე მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. არ ვკარგავ იმედს, რომ ის დაბრუნდება, მაგრამ ძნელი გასაგებია ის ფაქტი, რომ 14 დღეა არ გვინახავს“, - თქვა მარტისონმა.

ემილ რობაკი 20 წლის შვედი ფორვარდია, რომელიც „მილანში“ 2020 წელს ირიცხებოდა, მერე კი იტალიელებმა ჯერ „ნორდშელანდში“, შემდეგ „ნორჩეპინგში“ გაანათხოვრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114804