ფეხბურთი

14:30 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის დუბლი, ნეიმარის ტრავმა, არგენტინის მოგება და ბრაზილიის მარცხი

სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტური გაიმართა.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინამ ისევ მოიგო და ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს კონმებოლის ზონას - 4 ტურში 12 ქულით. „ალბისელესტემ“ სტუმრად პერუს ნაკრებს მარტივად სძლია პირველივე ტაიმში ლიონელ მესის დუბლით. არგენტინას არანაირი პრობლემა არ ექნება მუნდიალზე მოხვედრის.

სამაგიეროდ, წააგო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელიც მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან დარჩა უქულოდ. ნუნიესმა და დე ლა კრუზმა „სელესაოს“ თითო ტაიმი თითო გოლი გაუტანეს. ტრავმა მიიღო ნეიმარმა. ერთი შეხედვით მისი დაზიანება საკმაოდ მძიმე უნდა იყოს... ბრაზილია და ურუგვაი 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

სხვათა შორის, მოულოდნელად, ასევე 7 ქულა აქვს ვენესუელას, რომელმაც მშვენიერი სტარტი აიღო და ამჯერად ჩილე უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. უგოლოდ დაშორდნენ ეკვადორი და კოლუმბია, ხოლო ბოლივიამ ზედიზედ მეოთხედ წააგო, ახლა უკვე პარაგვაისთან 0:1, რომელმაც თავის მხრივ პირველად მოიგო.

ვენესუელა - ჩილე 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სოტელდო (45), 2:0 რონდონი (72), 3:0 მაჩისი (79)

პარაგვაი - ბოლივია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სანაბრია (69)

ეკვადორი - კოლუმბია 0:0 (0:0)

ურუგვაი - ბრაზილია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნუნიესი (42), 2:0 დე ლა კრუსი (77)

პერუ - არგენტინა 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მესი (32), 0:2 მესი (42)

1. არგენტინა 4 4 0 0 7 0 7 12
2. ურუგვაი 4 2 1 1 8 5 3 7
3. ბრაზილია 4 2 1 1 7 4 3 7
4. ვენესუელა 4 2 1 1 5 2 3 7
5. კოლუმბია 4 1 3 0 3 2 1 6
6. ეკვადორი 4 2 1 1 4 3 1 4
7. პარაგვაი 4 1 1 2 1 2 -1 4
8. ჩილე 4 1 1 2 3 6 -3 4
9. პერუ 4 0 1 3 0 5 -5 1
10. ბოლივია 4 0 0 4 2 11 -9 0
0.126937