სხვა

22:48 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის სესიამ 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამაში ხუთი სახეობის მიღებას მხარი დაუჭირა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ხუთი სახეობის ჩართვაზე მიღებული გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მუმბაიში მიმდინარე IOC-ის 141-ე სესიამ. ამრიგად, კრიკეტი, ლაკროსი, სქვოში, ფლაგ-ფუტბოლი (ამერიკული ფეხბურთის ვერსია შეზღუდული კონტაქტით) და ბეისბოლი/სოფტბოლი 2028 წლის XXXIV თამაშების პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბეისბოლი/სოფტბოლი, ლაკროსი და კრიკეტი სხვადასხვა დროს შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ბეისბოლი და სოფტბოლი ოლიმპიურ სარბიელზე 1992-2008 წლებში იყო წარმოდგენილი, ასევე ტოკიოს 2020 წლის თამაშებზეც. კრიკეტი ოფიციალურ პროგრამაში 1900 წელს (პარიზი), ხოლო ლაკროსი 1904 (სენტ ლუისი) და 1908 (ლონდონი) წლებში იყო წარმოდგენილი.

GEONOC.ORG.GE

0.121578