ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და როგორც აღნიშნა, არ აპირებს, კონტრაქტის განახლებას, რომელიც წლის ბოლოს იწურება.
რაივალუი ფიჯის ნაკრებს 2023 წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ამხანაგურ მატჩში ინგლისის ნაკრებსაც კი აჯობა, რომელთანაც მსოფლიო თასზე 24:30 დამარცხდა და მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა.
მსოფლიოს თასზე ფიჯიმ ასევე დაამარცხა ავსტრალიის ნაკრებიც, რაც გამოსარჩევია, ხოლო საქართველოს ნაკრებთან 17:12 გაიმარჯვა.
მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდებიდან ფიჯის, საქართველოს, ტონგასა და საქართველოს ნაკრებების მწვრთნელებმა თანამდებობა დატოვეს.