რაგბი

14:00 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 55:9 აკადემია

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 9 ლელო გაუტანა და დაგეგმილი ბონუსით, 55:9 გაიმარჯვა.

აუტსაიდერმა მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა საწყის 20 წუთში გაუწია. ერეკლე თათარაშვილმა ორი ლელოს პასუხად ორი ჯარიმა გაიტანა, მესამე ზუსტი დარტყმა კი ტაიმის მიწურულს შეასრულა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში 6, ხოლო მეორეში სამი ლელო გაიტანეს.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ორი ლელო საბა ნიკოლაშვილმა მიითვალა, თითო-თითო კი გიორგი წიკლაურის, ნიკა ბაგაშვილის, გელა მახარაშვილის, კობა სილაგაძის, ლევან ქუშაშვილის, ისმაილ მარსაგიშვილისა და იაგო გელაძის ანგარიშზეა. 3 ზუსტი გარდასახვა დავით მოძღვრიშვილის, ორი კი საბა ნიკოლაშვილის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან ქუშაშვილი გახდა.

‘ყაზბეგს’ 5 თამაშიდან 10 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, ხოლო ‘აკადემია’ კვლავაც უქულოდაა.

RUGBY.GE

0.114464