რაგბი

2:00 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ აფრიკამ საფრანგეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დრამატული მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძელ საფრანგეთს სამხრეთ აფრიკამ აჯობა!

აფრიკელებისა და ფრანგების დუელმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. პირველი ნახევარი საფრანგეთმა 22:19 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაში შეატრიალეს და საბოლოოდ ერთადერთი ქულის სხვაობით, 29:28 იმარჯვეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება, ეს წინა მსოფლიო თასის ფინალის რიმეიქია, ხოლო მეორე ნახევარფინალში არგენტინა და ახალი ზელანდია შეხვდებიან.

საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 28:29 (22:19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113288