სხვა

18:10 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

IOC ოლიმპიური კიბერსპორტული თამაშების შექმნას განიხილავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC-ის სპეციალური კომისია ოლიმპიური კიბერსპორტული (E Sport) თამაშების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.

სექტემბრის დასაწყისში IOC კიბერსპორტის კომისიის შექმნას იტყობინებოდა. მაშინდელ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ IOC კიბერსპორტში ახალი აუდიტორიის მოზიდვის დიდ პოტენციალს ხედავდა.

„IOC-ში შექმნილ კიბერსპორტის ახალ კომისიას ვთხოვე, შეისწავლონ ოლიმპიური კიბერსპორტული თამაშების შექმნის საკითხი. შევარჩიეთ მიდგომა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა აქტიურები ვყოფილიყავით კიბერსპორტულ სივრცეში ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულების გათვალისწინებით, რომლითაც ვხელმძღვანელობდით დიდი ხნის განმავლობაში," - მუმბაიში დაწყებული IOC-ის 141-ე სესიაზე განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კიბერსპორტით 500 მილიონზე მეტი ადამიანია დაინტერესებული: „კომპიუტერულ თამაშებს დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი თამაშობს. მათ შორის, 500 მილიონზე მეტი კიბერსპორტით არის დაინტერესებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი უმრავლესობა 34 წლამდე ასაკის არის."

ცნობისთვის, 2023 წლის ივნისში სინგაპურში შედგა ისტორიაში პირველი კიბერსპორტის ოლიმპიური კვირეული.

GEONOC.ORG.GE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113232