რაგბი

13:20 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ლევან მაისაშვილი აღარ გაწვრთნის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ლევან მაისაშვილი აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში - გადაცემა "სპორტი იმედზე", რაგბის კავშირის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გააკეთა. შემდეგ კი ცნობა რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადებითაც დაადასტურა.

მისი თქმით, ახალი მწვრთნელი "ბორჯრალოსნებს" დიდი ალბათობით გაზაფხულის სანაკრებო მატჩებამდე ეყოლება. მაისაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება ორივე მხარის შეთანხმებით იქნა მიღებული. ლევანი დროებით "შავ ლომში" დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებში 2018-2019 წლებში მილტონ ჰეიგის ასისტენტი იყო, მთავარი მწვრთბნელის პოსტზე კი 2020 წლიდან მუშაობდა, ხოლო ხოლო 2021 წლიდან „შავი ლომის“ თავკაცია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნებმა" ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის ორი ქვეყანა - იტალია და უელსი დაამარცხა. თუმცა, მსოფლიო თასზე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოგების გარეშე ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა (ფრე პორტუგალიასთან, მარცხი ავსტრალიასთან, ფიჯისა და უელსთან).

მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 24-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 13 თამაში წააგო.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111439