სხვა

12:15 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის საბჭო 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის წინადადებით გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია IOC-ის განცხადებაში:

„IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის რეკომენდაციით გამოდის.

IOC ყურადღებით გააგრძელებს თვალყური ადევნოს პარიზი-2024-ის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციებისას ანტიდოპინგური პროგრამის ეფექტურობას, ასევე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მმართველობაში ცვლილების განხორციელებას."

2021 წელს IOC-მა ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში არ შეიტანა. ორგანიზაციის მაშინდელი განცხადებით, IWF-ში აუცილებელი იყო დოპინგთან ბრძოლაში რეკომენდაციების შესრულება და ანტიდოპინგური სისტემის დამოუკიდებლობის წარმოჩენა.

GEONOC.ORG.GE

0.115998