რაგბი

0:59 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოუ მსოფლიო თასზე: ახალმა ზელანდიამ ირლანდია დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა შორის სუპერმატჩი შედგა!

ირლანდია რეიტინგის ლიდერია და ამ შეხვედრას მაინც ფავორიტის სტატუსით შეხვდა, თუმცა ზელანდიელებმა მოიგეს. მოიგეს უდრამატულეს ბრძოლაში, რომლის ბოლო წამამდე არაფერი იყო იყო გარკვეული.

ახალმა ზელანდიამ ტაიმი 18:17 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ, 28:24 იმარჯვა. ირლანდია ბოლო წამამდე ცდილობდა ლელოს დადებას, 36-ფაზიანი შეტევაც ჰქონდა, მაგრამ ზელანდიამ თავი მაგრად დაიცვა და ნახევარფინალში გავიდა.

ამრიგად, ირლანდიის ნაკრები, რომელიც მთავარი ფავორიტი იყო, მსოფლიოს თასს დაემშვიდობა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიას მსოფლიო თასზე პლეი-ოფში არასდროს მოუგია, შესაბამისად, ნახევარფინალში არასდროს უთამაშია.

ირლანდიამ სუპერშეხვედრაში 3 ლელო დადო, ახალმა ზელანდიამ კი მეტოქის ჩათვლის მოედანს ასევე 3-ჯერ უწია, მაგრამ „ოლ ბლექსმა“ გარდასახვები უკეთ შეასრულა.

ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატი ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირლანდია - ახალი ზელანდია 24:28 (17:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120922