„ბარსელონა" გაისად „მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების გარემარბ ჯეიდონ სანჩოს შეძენას ეცდება - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, „ბლაუგრანა“ ყურადღებით აკვირდება ინგლისელ ფეხბურთელთან არსებულ სიტუაციას და მზად იქნება მის დასაქირავებლად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები სანჩოსთან ზამთარში სათანამშრომლოდ მზად არ არიან. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ სურს მიაღწიოს ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნების შემცირებას.
ამ სეზონში სანჩომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, უგოლოდ. ფეხბურთელის კონტრაქტი „წითელ ეშმაკებთან“ 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
სანჩოს ძირითად გუნდთან ვარჯიში მას შემდეგ აეკრძალა, რაც უარი თქვა ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდაზე. ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელი სოციალურ ქსელში საჯაროდ დაადანაშაულა ტყუილში, პრემიერლიგის მე-4 ტურის განაცხადში არყოფნის კომენტირებისას. „არსენალთან“ თამაშისას (1:3).