ფეხბურთი

23:24 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი" „ბეტისის" მცველით, მირანდათი დაინტერესდა

„მილანი“ კვლავ განიხილავს „ბეტისის“ მარცხენა მცველ ხუან მირანდას, დაცვის გაძლიერების ვარიანტად - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ესპანელის ხელმოწერა „მილანის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო ამოცანაა 2024 წლისთვის. „როსონერის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მირანდას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძენენ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი მოქმედ კლუბთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს.

მირანდა „ბეტისში“ სამი წელია (2020 წლიდან) თამაშობს. გასულ სეზონში მცველმა „თეთრ-მწვანეთა“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან ძალაშია 2024 წლის ივნისის ბოლომდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113668