დღეს, 14 სექტემბერს, ევრო 2024-ის მორიგი შესარჩევი მატჩები იმართება. ამ დროისთვის კიდევ ორი შეხვედრა დასრულდა.
G ჯგუფში ბულგარეთის ეროვნულმა გუნდმა ლიეტუვისას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან დუბლი „პანევეჟისის“ მცველმა, პიუს სირვუსმა მიითვალა. მასპიძლები პირველი ტაიმის მიწურულს კაცნაკლულნი დარჩნენ, ადრიან კრაევმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ ჯგუფში ჯერჯერობით მოუგებელი სწორედ ბულგარეთის ნაკრებია. ლიეტუველებმა პირველად გაიმარჯვეს. ჯგუფს კი 10-10 ქულით უნგრელები და სერბები ლიდერობენ.
H ჯგუფში სლოვენია ფინეთს ლიუბლიანაში დაუხვდა და 3:0 დაამარცხა. აქ ორი ბურთი ბენიამინ სესკომ გაიტანა (ერთი პენალტით), წერტილი კი ერიკ იანზამ დასვა.
16 ქულით ჯგუფს სლოვენია ლიდერობს, 12-ქულიანი ფინეთი კი მესამე ადგილზეა.