„ბარსელონასა“ და მექსიკის ნაკრების ყოფილი მცველი, რაფაელ მარკესი, მიიჩნევს, რომ 16 წლის ფეხბურთელი, ლამინ იამალი, შეიძლება რონალდინიოსა და ლიონელ მესის მემკვიდრე გახდეს. მექსიკელმა თქვა, რომ იამალი ნიჭიერი ბავშვების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვთ.
„ის მიეკუთვნება ნიჭიერი ბავშვების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ნიჭი და არ ფიქრობენ თავის ასაკზე, ასპარეზობენ ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში და მოაქვთ შედეგი. იამალს შეუძლია მესის და რონალდინიოს მემკვიდრე გახდეს. ის აერთიანებს ყველა საჭირო თვისებას. რა თქმა უნდა, ყველა პროცესს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვია.“ - განაცხადა მარკესმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.