ცნობილი გახდა „პალმეირასის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ენდრიკის „რეალში“ გადასვლის დრო. AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე გადავა.
ენდრიკი სრულწლოვანებას 2024 წლის 21 ივლისს მიაღწევს, რის შემდეგაც სასწრაფოდ ჩავა მადრიდში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ამის შემდეგ ფეხბურთელი ახალ გუნდთან ერთად წინასასეზონო ვარჯიშს გაატარებს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა სათამაშო ნომერი დაიბევა - 9.
შეგახსენებთ, რომ ესპანურმა კლუბმა 16 წლის ფორვარდისთვის 35+25 მილიონი შარშან დეკემბერში გადაიხადა. ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირი იყო 18 წლამდე ფეხბურთელებისთვის. ფეხბურთელსა და „სამეფო კლუბს“ შორის კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა და 2030 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტს მოიცავს.
ამ სეზონში ენდრიკმა „პალმეირასში“ 42 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და რვა გოლი გაიტანა.