ფეხბურთი

23:47 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მინდა, ისეთი გუნდი ჩავიბარო, რომელსაც ტიტული ცოტა ხნის წინ ექნება მოგებული"

ანტონიო კონტემ Gazzetta Dello Sport-ის ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო განცხადება გააკეთა, რამაც კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა ჭორები იმის შესახებ, რომ შეიძლება „ნაპოლი“ ჩაიბაროს. ეს იმის მიუხედავად, რომ ანტონიომ ნეაპოლელები რამდენიმე დღის წინ უარით გაისტუმრა.

„მწვრთნელის რანგში გამარჯვებას ყოველთვის რთულ კონტექსტში ვაღწევდი. მაგალითად, „იუვენტუსში“, რომ მივედი, გუნდი ბოლო სეზონში მე-7 ადგილზე იყო გასული, „ჩელსიში“ როცა მივედი, მე-10 ადგილზე, მაგრამ პირველივე სეზონში მათი გაჩემპიონება შევძელი. ერთ მშვენიერ დღეს ვისურვებდი ისეთ გუნდში მისვლას, რომელსაც ტიტული ცოტა ხნის წინ ექნება მოგებული“, - თქვა კონტემ.

იტალიელი მწვრთნელის ამ ფრაზამ, რომ ისეთ გუნდშიც სურს მუშაობა, რომელიც ტიტულს ცოტა ხნის წინ დაეუფლა, ცხადია, „ნაპოლიზე“ მინიშნება გამოკვეთა... ფაქტი ერთია, რომ რუდი გარსია ჯერ „ნაპოლის“ მწვრთნელია, მაგრამ ფრანგის პოზიცია კლუბში აშკარად შერყეულია.

0.127265