ფეხბურთი

14:15 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის შეაფურთხეს? არგენტინამ მოიგო, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ აჯობა

არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებების მატჩის მიწურულს ლიონელ მესისა და ანტონიო სანაბრიას შორის შელაპარაკება მოხდა. ამბობენ, რომ პარაგვაელმა ფეხბურთელმა არგენტინელს შეაფურთხა კიდეც, ყოველ შემთხვევაში კადრებში ასე ჩანს, თუმცა, არცერთმა ფეხბურთელმა ეს არ დაადასტურა.

„არ დამინახავს, მითხრეს, რომ ერთ-ერთმა შემაფურთხა, მაგრამ არც კი ვიცი, ვინ არის და თუ მასზე ვისაუბრებ, მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდება“, - თქვა მესიმ.

თავის მხრივ, სანაბრიამ კატეგორიულად უარყო, რომ ლეოს შეაფურთხა: „მესისთან კამათი სათამაშო სიტუაციას მოჰყვა. ვნახე სურათები, სადაც ჩანს, რომ თითქოს მას შევაფურთხე, მაგრამ ასე არ არის, ის ჩემგან შორს იყო, ამ ინფორმაციას უარვყოფ“.

არგენტინის ნაკრებმა პარაგვაის ნიკოლას ოტამენდის გოლით მოუგო და 3 ტურის შემდეგ 9 ქულით კონმებოლის ზონაში ლიდერია.

რაც შეეხება სხვა მატჩებს: კოლუმბია ორჯერ უგებდა ურუგვაის, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა (2:2). ეკვადორმა სტუმრად ბოლივიას აჯობა (2:1), ხოლო ჩილემ პერუს სძლია საკუთარ მოედანზე (2:0).

სენსაცია დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ვენესუელამ ქულა მოიპოვა. გაბრიელის გოლს სტუმრებმა 85-ე წუთზე უპასუხეს და გუნდებმა ქულა გაიყვეს.

კონმებოლის ზონაში 3 ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო ვითარებაა:

1. არგენტინა 3 3 0 0 5 0 5 9
2. ბრაზილია 3 2 1 0 7 2 5 7
3. კოლუმბია 3 1 2 0 3 2 1 5
4. პარაგვაი 3 1 1 1 6 5 1 4
5. ჩილე 3 1 1 1 3 3 0 4
6. ვენესუელა 3 1 1 1 2 2 0 4
7. ეკვადორი 3 2 0 1 4 3 1 3
8. პარაგვაი 3 0 1 2 0 2 -2 1
9. პერუ 3 0 1 2 0 3 -3 1
10. ბოლივია 3 0 0 3 2 10 -8 0
0.126958