ფეხბურთი

10:11 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფსონების სკანდალის გამო ტონალიმ და ძანიოლომ იტალიის ნაკრები დატოვეს

სანდრო ტონალიმ და ნიკოლო ძანიოლომ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვეს. ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ორივე ფეხბურთელი ფსონების განთავსების სკანდალშია გახვეული და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გამოძიება არ დაწყებულა, ისინი „სკუადრა აძურას“ მალტისა და ინგლისის წინააღმდეგ ვერ დაეხმარებიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ამჟამად არ აქვთ ისეთი მდგომარეობა, რომ ფეხბურთზე კონცენტრაცია მოახდინონ.

აღსანიშნავია, რომ სანამ შეკრებას დატოვებდნენ, ისინი დაკითხეს. გამომძიებლები კოვერჩანოს ბაზაზე იყვნენ მისული და ფეხბურთელებს გაესაუბრნენ.

ლუჩანო სპალეტიმ ხსენებული ფეხბურთელების ნაცვლად ნაკრებში სტეფან ელ შაარავი გამოიძახა.

0.102859