ფეხბურთი

22:20 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი: "ასეთ ცუდ შედეგს არ ველოდი, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება"

ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეშანდრე პიოლკინგმა საქართველოსთან მატჩის (0:8) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ასეთ ცუდ შედეგს არ ველოდი, მჯეროდა, რომ უკეთ თამაში შეგვეძლო. თუმცა, ჩემს ფეხბურთელებს არ ვუსაყვედურე, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ახლა უნდა გადავერთოთ ესტონეთთან თამაშზე, სადაც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვეცადოთ, რომ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

ეს ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ როდესაც ასეთ ძლიერ ნაკრებს ეთამაშები, როგორიც საქართველოა, ყველა შეცდომა ძვირად დაგიჯდება. ყოველი ბურთის დაკარგვა საქართველოს საგოლე მომენტით დასრულდა, ისინი ძალიან სწრაფად თამაშობდნენ. ეს მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, რომ ასეთ დონეზე ყველა შეცდომა დასჯადია. ვეცდებით, ესტონეთთან უკეთ ვითამაშოთ, საქართველოს კი კვიპროსთან წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა პიოლკინგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, მომდევნო მატჩს კი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116413