ფეხბურთი

17:52 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრი ვეიგა: "საუდის არაბეთში არა ფულის, არამედ განვითარების გამო გადავედი"

საუდის არაბეთში გასულ ზაფხულს ბევრი ვარსკვლავი გადაბარგდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმაური გაბრი ვეიგას „ალ-აჰლიში“ გადასვლამ გამოიწვია.

ვეიგა მხოლოდ 21 წლისაა და გადაწყვეტილი იყო „ნაპოლიში“ მისი ტრანსფერი, მაგრამ ბოლო მომენტში მან იტალიაში თამაშს „ალ-აჰლი“ და საუდი პრო ლიგა ამჯობინა. როგორც მან თქვა, ეს არჩევანი კარიერული განვითარებისთვის გააკეთა და არა ფულის გამო.

„საუდის არაბეთში ფულისთვის წავედი? ფიქრობ, უცნაური შეკითხვაა. პირდაპირ გეტყვით - არა! მესმის, რომ ყველას საკუთარი აზრი აქვს და გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ იყო სხვა მიზეზები, რამაც სასწორი საუდის არაბეთისკენ გადახარა. ძალიან ვამაყობ იმ ნაბიჯით, რომელიც გადავდგი.

სერია A-ზე უარის თქმა? საუდის არაბეთში წასვლა იყო ყველაზე უსაფრთხო და საუკეთესო ნაბიჯი ჩემთვის და ჩემი განვითარებისთვის, მომწიფებისთვის, ჩემს ახლობელ ადამიანებთან საუბრის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემი მიზანია დღითიდღე ზრდა გავაგრძელო. „ალ-აჰლის“ მწვრთნელი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა. ბევრჯერ მირეკავდა და ნამდვილად ვაფასებ მის ნდობას“, - თქვა ვეიგამ.

0.121942