თურქმა ფეხბურთელმა კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა თქვა, რომ როდესაც „კარაგუმრუკის“ მწვრთნელი ანდრეა პირლო იყო, ის იტალიელ ფეხბურთელებს სიგარეტის უფლებას აძლევდა, მათ შორის, მატჩის შესვენების დროსაც.
„გუნდში ბევრი იტალიელი გვყავდა, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ. შარშან პირლოს მწვრთნელობის პერიოდში მათ მოწევის უფლება მიეცათ და ზოგიერთი ფეხბურთელი სიგარეტს გამუდმებით ეწეოდა, მათ ამის გაკეთება მარტივად შეეძლოთ, მატჩის დაწყებამდეც კი შეეძლოთ. ასევე შეეძლოთ მატჩის შესვენებაზე გასახდელში მოწევა, პირლო საუბრობდა და ისინი სიგარეტს ეწეოდნენ“, - თქვა კაზიმ-რიჩარდსმა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში „კარაგუმრუკში“ შემდეგი იტალიელი ფეხბურთელები თამაშობდნენ: ემილიანო ვივიანო, ფაბიო ბორინი, მატეო რიჩი, ანდრეა ბერტოლაჩი და დავიდე ბირასკი. ამ გუნდის ღირსებას გასული სეზონის მეორე ნახევარში იცავდა საბა ლობჟანიძეც.