პსჟ-ის, „ნიცასა“ და „ლილის“ ყოფილი დამრიგებელი, კრისტოფ გალტიე, „ალ-დუჰაილის“ მწვრთნელი გახდა - გვამცნობს ყატარული კლუბის პრესსამსახური.
ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
გალტიეს ბოლო სამსახური პსჟ-ში გახლდათ. მისი თავკაცობით პარიზელებმა ლიგა 1-ის მე-11 ტიტული მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8 ფინალში „ბაიერნმა“ გამოთიშა.
მანამდე პსჟ-ის ფეხბურთელები: მცველი აბდუ დიალო („ალ-არაბი“), ასევე ნახევარმცველები იულიან დრაქსლერი („ალ-აჰლი“) და მარკო ვერატი („ალ-არაბი“) ყატარის ჩემპიონატში გადავიდნენ.
ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალტიეითი „ნაპოლი“ დაინტერესდა.