ფეხბურთი

12:53 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: „ზაფხულში შემეძლო საუდის არაბეთში წავსულიყავი, მაგრამ სიმეონემ გადამარწმუნა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ახლოს იყო მადრიდული კლუბის დატოვებასთან.

„შემოთავაზება მქონდა საუდის არაბეთიდან. იქ რომ წავსულიყავი, ვიტყოდი; ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე - მეთქი, რათა მოძულეები გამებრაზებინა.

თავიდან კლუბიდან წასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ შემდეგ სიმეონე მესაუბრა და გადამარწმუნა. ძალიან მინდა „ატლეტიკოსთან“ ერთად ტიტულის მოგება. წარმოუდგენელი გრძნობაა.

ამ ზაფხულს ორჯერ გავაგრძელე კონტრაქტი: ჯერ 2026 წლამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი სეზონით.“ - ციტირებს მორატას სიტყვებს Marca.

ამ სეზონში მორატამ „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111744