მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„ედუარდო კამავინგამ ხელი მოაწერა ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას მადრიდის „რეალთან“. როგორც მოსალოდნელი იყო, კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. კონტრაქტი შეიცავს გამოსყიდვის პუნქტს რომელიც 1 მილიარდი ევროა.“- წერს რომანო.
კამავინგა ესპანურ კლუბში 2021 წლის ზაფხულში 31 მილიონ ევროდ გადავიდა.სამ არასრულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე უკვე 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.