„ნაპოლის“ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა გამოაკლდა. კამერუნელმა ფეხბურთელმა ბარძაყის დაზიანება „ფიორენტინასთან“ მატჩში მიიღო და სამედიცინო შემოწმებამ ტრავმა დაადასტურა.
ანგისა დაახლოებით 3 კვირა იუქმებს და ნამდვილად გაუცდება „ვერონასა“ და „უნიონის“ წინააღმდეგ მატჩები. "ნაპოლისთვის" კარგი ისაა, რომ აფრიკელის ტრავმა სანაკრებო პაუზას დაემთხვა. თუმცა, ჯერ მაინც უცნობია მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი, ეს შეიძლება „მილანის“ წინააღმდეგ მოხდეს, მაგრამ „როსონერისთან“ თამაშიც ამ ეტაპზე საეჭვოა.
ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.