რაგბიმ ევროპამ 2023 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა, შესაბამისად, ცნობილია, როდის და ვის წინააღმდეგ ითამაშებს საქართველოს ნაკრები.
„ბორჯღალოსნები“ ტურნირს 4 თებერვალს, სტუმრად გერმანიასთან მატჩით დაიწყებენ.
4 თებერვალი: გერმანია - საქართველო
10 თებერვალი: საქართველო - ნიდერლანდები
17 თებერვალი: საქართველო - ესპანეთი
მოგეხსენებათ, რაგბი ევროპა ახალი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. ეს გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდნენ. საქართველო A ჯგუფშია გერმანიასთან, ნიდერლანდებსა და ესპანეთთან ერთად, ხოლო B ჯგუფში ბელგია, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი ითამაშებენ.
თითოეულ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალში ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით დაუპირისპირდებიან.