ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული.
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია (AIC) გულშემატკივრებში გამოკითხვას ატარებს, რომელიც 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. 10 ნომინანტში კვარას გოლი, რომელიც მარტში ბერგამოს „ატალანტას“ გაუტანა.
ხვიჩას კონკურენტები არიან: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ანტონიო კანდრევა (სალერნიტანა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), რემი უდენი (ლეჩე), მატია დესტრო (ემპოლი), ტეო ერნანდესი (მილანი), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა) და დომენიკო ბერარდი (სასუოლო).
ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ...