„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონა ერთ იყოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ახლა მასზე მაღლა ლიონელ მესი დგას.
„მესიზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. მინახავს მარადონა, მაგრამ მესის ვხედავდი ვარჯიშებზე, სირთულეებში. თავის დროზე რა თქმა უნდა, მარადონა უფრო მაგარი იყო, მაგრამ მესი სულ სხვა დონეზეა.
„ბარსელონა“? გამიმართლა, რომ მწვრთნელად მე შემარჩიეს. გვერდით მყავდა ხალხი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მათ შეეძლოთ ნებისმიერი მწვრთნელის შერჩევა და ეს უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჩემზე გააკეთეს არჩევანი“, - თქვა გვარდიოლამ.