რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დიდი სენსციით დასრულდა - პორტუგალიამ ფიჯი დაამარცხა!
პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში პირველი ქულა მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოიპოვა, მაგრამ ეს ლუზიტანელთა მაქსიმუმი არ გამოდგა, რადგან პირველი თამაშიც მოიგეს.
პორტუგალია ფიჯის მედგრად დაუდგა, არაფერში ჩამორჩა და 78-ე წუთზე ლელოც დაუდო, რომელიც ზუსტად გარდასახეს და ამის ხარჯზე 24:23 სძლიეს მეტოქეს.
ფიჯი მარცხის მიუხედავად 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, მეოთხედფინალის საზგურიც მოიპოვა. აი, პორტუგალიის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 ფრით, 3 მარცხით და 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა... თვითონ პორტუგალიას 6 ქულით მეოთხე ადგილი ერგო.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
უელსი - არგენტინა (14 ოქტომბერი)
ირლანდია - ახალი ზელანდია (14 ოქტომბერი)
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა (15 ოქტომბერი)
ინგლისი - ფიჯი (15 ოქტომბერი)