ფეხბურთი

0:02 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლამინე იამალმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინე იამალი ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა, რადგან ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.

იამალმა „გრანადას“ წინააღმდეგ თავი 16 წლისა და 87 დღის ასაკში გამოიჩინა. მან ფაბრის ოლინგას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც გოლი ლა ლიგაში 16 წლისა და 98 დღის ასაკში აქვს გატანილი.

ლამინესთვის ეს გოლი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან „ბარსელონას“ მაისურით თავი პირველად გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალმა ერთი თვის წინ საქართველოს წინააღმდეგ გაიტანა და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

0.115027