ფეხბურთი

12:20 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

3-ქულიან ერაში სერია A-ს მატჩში პირველად ორი მეკარე გააძევეს

„ჯენოასა“ და „მილანის“ მატჩი სერია A-ს ისტორიაში შევიდა. მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებისთვის 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან) იტალიის ჩემპიონატის მატჩში ორივე მეკარე პირველად გააძევეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი ჯერ მაიკ მენიომ მიიღო, რომელმაც ძალიან უხეშად ითამაშა, ხოლო 2 წუთის შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია „ჯენოას“ მეკარეს, ხოსეპ მარტინესს.

გენუელებს შეცვლა დარჩენილი ჰქონდათ და სათადარიგო მეკარე ჩართეს თამაშში, მილანელების კარში კი ოლივიე ჟირუ ჩადგა და ერთხელ თავისი გუნდი გადაარჩინა კიდეც.

აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ კრისტიან პულიშიჩის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

0.111069