ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა, რომელიც დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც ფაქტობრივად მისთვის კარიერის დასასრულს ნიშნავს.
როგორც ალეგრიმ აღნიშნა, ფეხბურთი სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელს კარგავს...
„ადამიანურად მე მასთან ძალიან ახლოს ვარ. ფეხბურთი კარგავს მოთამაშეს, რომელიც ყველასგან განსხვავდება. მას საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან მენტალურად ამის გადატანა ადვილი ნამდვილად არ იქნება“, - თქვა ალეგრიმ.